აიხაწοჷ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აიხაწοჷ - აფხ. რკინის შამფური. უმეტესად რელიგიური რიტუალების დროს და საოჯახო სალოცავში გამოიყენება. შამფურზე ოჯახის ცალკეული წევრისთვის საკლავის (ზვარაკის) მოხარშულ გულ-ღვიძლს ააგებს ოჯახის უხუცესი წევრი, რომელიც მლოცველიცაა და ლოცვის ბოლოს ცალკეულ წევრებს საკუთარ შამფურს გადასცემს. ან საერთო ზვარაკის, საერთო შამფურიდან გულ-ღვიძლის მცირე ნაწილებს რკინის ლანგარზე დაყრილ ნაკვერჩხალზე დაყრის, დანარჩენს კი წვრილად დაჭრის და ოჯახის ყველა წევრს გაუნაწილებს (გარდა დედა ქალის და რძლებისა ე. ი. ქორწინებით დამოყვრებულის, რომლებიც არც მათ პატრონიმიასა და არც მათ გვარს ეკუთვნიან).