აირსილიკატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აირსილიკატი – უჯრედოვანი თბოსაიზოლაციო ბეტონი, რომელიც მიიღება დაფქული კვარცის ქვიშის, კირისა და წინასწარ მომზადებული შლამის (ცომის) ნარევის აფუებით აირწარმომქმნელის მეშვეობით და სხვადასხვა პირობებში გამყარებით (ავტოკლავური დამუშავება ან გაორთქვლა).