აიგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აიგ-ი (სომხ. այգի) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული სომხური წეს-ჩვეულება – დასაფლავებიდან მეორე დილას საფლავზე გასვლა და შესაწირის მიტანა. გარდაცვლილის ყველა ნათესავი და ახლობელი (ძირითადად ქალები) მოდიოდა საფლავზე და მოჰქონდა სხვადასხვა პროდუქტი: ორცხობილა, ხილი, არაყი, ღვინო და სხვ. ერთ-ერთი ქალი საფლავზე წყალს დაღვრიდა, რის შემდეგაც დამსწრენი თითო ჭიქა არაყით შესანდობარს შესვამდნენ და ორცხობილას მიატანდნენ. დანრჩენილ პროდუქტებს, როგორც მიცვალებულის სულის ულუფას, იქვე ტოვებდნენ. ზუსტად ასე იქცეოდნენ მეშვიდე და მეორმოცე დღეებში და წლისთავზე.


ლიტერატურა

  • Харатян З. В. Культовые мотивы семейных обычаев и обрядов у армян // Армянская этнография и фольклор: материалы и исследования. Вып. 17. Ереван, 1989.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები