ათეიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათეიზმი - (უღმერთობა) ღვთის არსებობის უარყოფა - შეხედულებათა სისტემა, რომელიც უარყოფს რელიგიურ მსოფლმხედველობას (ღვთის რწმენას, სულის უკვდავებას, გარდაცვლილთა აღდგომას და სხვ.) და საერთოდ რელიგიას. წმინდა წერილი ათეისტს უგუნურს უწოდებს: „თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა. არა არს ღმერთი“. ათეისტური მსოფლმხედველობა ჰქონდა ზოგიერთ წარმართ ფილოსოფოსსაც, მაგ. დემოკრიტეს. ათეიზმი ამა თუ იმ ფორმით ვლინდებოდა კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგიის სახე მან მიიღო სსრკ-სა და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებში, რასაც შედეგად მოჰყვა მორწმუნეთა განადგურება და დევნა-შევიწროება.

ათეიზმი შეიძლება იყოს:

  • თეორიული ანუ განსჯითი, როდესაც ღმრთის არსებობის ფორმალურ უარყოფასთან გვაქვს საქმე;
  • პრაქტიკული, როდესაც ადამიანი ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს;
  • სკეპტიკური, როდესაც ადამიანს გადაულახავად მიაჩნია ეჭვი ღმრთის არსებობის შესახებ;
  • აგნოსტიკური, როდესაც ღმრთის არსებობის დაუმტკიცებლობა „აბსოლუტურად“ მიიჩნევა;
  • თეორიულ-პოზიტიური, როდესაც საქმე გვაქვს ღმრთის არსებობის ნებისმიერი მტკიცებულების უარყოფის მცდელობასთან და იმის მტკიცებასთან, რომ ნამდვილი მტკიცებულება არასოდეს წარმოდგენილა და მისი წარმოდგენა ვერასოდეს გახდება შესაძლებელი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები