ათაცავეზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ათაცავეზა (ათაცაზა) - პატარძლის „მეგობარი“ ქალი (ხელისმომკიდე). იგი პატარძალთან რჩებოდა „დიდ სახლში შეყვანამდე“ და შემდეგ მიდიოდა თავის სახლში საჩუქრებით. მას სიძე აცილებდა. ორი თვის შემდეგ იგი კვლავ აკითხავდა ახალდაქორწინებულებს და რამდენიმე დღე სტუმრობდა.