აზმაიფარაშვილი ზაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაზა აზმაიფარაშვილი

ზაზა აზმაიფარაშვილი - (16. VI. 1962, თბილისი) ქართველი დირიჟორი.

1985 დაამთავრა თბილისი კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება. 1991 სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიის საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის განყოფილება პროფესორ ი. ტემირკანოვის ხელმძღვანელობით 1985-2004 აზმაიფარაშვილი მუშაობდა საქართველო საქართველოს ტელერადიო კორპორაციის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად, 1991-იდან თბილისის კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგია, 2004-იდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი. აზმაიფარაშვილი სანკტ-პეტერბურგის ს. პროკოფიევის სახელობის დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (II პრემია 1995). 1997-იდან პერიოდულად დირიჟორობს საქართველოს, სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის დიდი სიმფონიური ორკესტრების კონცერტებს.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ზაზა აზმაიფარაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები