აზანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აზანი - (არაბ.. أذان — მოწოდება) მუსლიმებში სავალდებულო ლოცვისკენ მოწოდება.
„აზანი“ მოწოდებას ნიშნავს. იგი მუჰამედის მიერაა დაწესებული ჰიჯრიდან 12 წლის შემდეგ და ასე სრულდება: მუეძინი სახით მექის მიმართულებით დგას, ცერითა და სალოკი თითით ყურის ბიბილოები უჭირავს და 7 ფორმულისაგან შემდგარ მოწოდებას ახმიანებს. ესენია:
- 1. ალლაჰუ აქბარ („ალლაჰი დიდია“). ამ ფორმულას ეწოდება თაქბირი და ხუთჯერ წარმოითქმება;
- 2. ვმოწმობ, რომ არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა;
- 3. ვმოწმობ, რომ მუჰამედი შუამავალია ალლაჰისა;
- 4. მოდით სალოცავად;
- 5. მოდით გადასარჩენად;
- 6. ალლაჰი დიდია;
- 7. არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა.