ავტორხევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავტორხევა – არამილევადი რხევა არაწრფივ დინამიკურ სისტემაში, რომელსაც გარეშე პერიოდული ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად შეუძლია იარსებოს და რომლის ამპლიტუდა და პერიოდი (სიხშირე) ფართო საზღვრებში არ არის დამოკიდებული საწყის პირობებზე და განისაზღვრება თვით ამ სისტემის თვისებებით. ტერმინი შემოიღო ა. ანდრონოვმა.