ავტოთვითმცლელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოთვითმცლელი

ავტოთვითმცლელი – ავტომობილი ასაყირავებელი სატვირთო პლატფორმით. არსებობს საერთო დანიშნულების ავტომობილის ბაზაზე ან სპეციალიზებული სახით, მძიმე კარიერულ პირობებში სამუშაოდ. გამოიყენება საშენი მასალის (ბეტონის, ქვიშის, ხრეშის, ღორღის, მადნეულის, გრუნტის და სხვ.) გადასაზიდად და ჩამოყრით დასაცლელად.

ავტოთვითმცლელი აღჭურვილია მართკუთხა, ვარცლისებრი, ჩამჩის ფორმის ან ნახევაროვალური თვითმცლელი ძარით, რომელსაც ზედა მხარეს აქვს კონსოლი მძღოლის კაბინის დასაცავად. განტვირთვა ხდება უკანა მხარეს, თუმცა არსებობს მოდელები ძარის განტვირთვით სამ მხარეზე. ძარის გადაყირავებისათვის გამოყენებულია ძარის ქვეშ განლაგებული ჰიდროცილინდრები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები