ავიზო (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავიზო − (aviso, advice) [<იტალ. Avviso შეტყობინება] -
1. წერილობითი უწყება, რომლითაც ატყობინებენ მიმღებს მისთვის საქონლის, ფულის ან თამასუქის გაგზავნას;
2. ოფიციალური შეტყობინება სამეურნეო ოპერაციის შესრულების შესახებ, რომელსაც უგზავნის ერთი კონტრაჰენტი მეორეს;
3. ურთიერთანგარიშსწორებაში მომხდარი ცვლილებების შეტყობინება ფოსტით ან ტელეგრაფით;
4. ოფიციალური შეტყობინება, რომელსაც უგზავანის ბანკი მეანაბრეს, მისი ანაბრის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანის შესახებ.