ავე მარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავე მარია - (ლათ. Ave, Maria იცოცხლე, მარიამ). ლოცვა. „ავე მარია“, ლათინურ ენაზე, იგივე ლოცვაა, რაც „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...“, რომელსაც დამატებული აქვს სიტყვები: „ევედრე ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის აწ და ჟამსა ჩვენი გარდაცვალებისასა.“
წყარო
- ბარბაქაძე ლია.- ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის, - თბილისი 2013 წ.