ავენ დუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავენ დუ - აფხ. დიდი სახლი. მის ჭერქვეშ თავს იყრიდა ერთი რეალური წინაპრის მემკვიდრეები პაპა (ბაბუა), მამები, ძმები, ბიძაშვილები, მათი ცოლები და შვილები. დაახლოებით 4-5 თაობისაგან (ზოგჯერ მეტი) შემდგარი ძმათაშვილებისა და ბიძაშვილების გაუყრელი ოჯახის წევრები. მათ საერთო ქონებრივი, საზოგადოებრივი, მორალური უფლება-მოვა-ლეობა-ვალდებულებები გააჩნდათ. დიდი ოჯახი კოლექტიური შრომითა და შრომის პროდუქტების თანაბარი განაწილებით ხასიათდებოდა.