ავენიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მე-5 ავენიუ, ქ. ნიუ-იორკი, აშშ

ავენიუ – (ძვ. ფრანგ. Avenue < ლათ. avenir მიახლოება; მიღწევა, ჩამოსვლა < ლათ. advenīre ჩამოსვლა, ჩასვლა, მიღწევა < ad-თან,-კენ,-ზე,-ში; მიმართ; დაახლოებით და venīre მოსვლა, ჩამოსვლა) – საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ისა და ზოგი სხვა ქვეყნის ქალაქებში: ფართო ქუჩა, რომლის გაყოლებაზე, ჩვეულებრივ, ხეებია დარგული.

მეხუთე ავენიუ

მეხუთე ავენიუ (Fifth Avenue) მთავარი გამჭოლი გზატკეცილია მანჰეტენის ცენტრში, ნიუ იორ-კში. გადის მიდთაუნის შუაგულში ცენტრალური პარკის აღმოსავლეთ ზღვარის გასწვრივ და ძვირადღირებული პარკის ხედის უძრავი ქონებითა და მრავალი ისტორიული შენობის გამო მდიდარი ნიუ-იორკის სიმბოლოდ ითვლება. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ექსტრავაგანტული სავაჭრო ქუჩაა მსოფლიოში ლონდონის ოქსფორდის ქუჩისა და პარიზის შამს-ელიზეს პარალელურად; ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქუჩაა მსოფლიოში, უტოლდება რა ლონდონისა და ტოკიოს ცენტრალური უბნების არენდის ფასებს.

ელისეს მინდვრები, ქ. პარიზი, საფრანგეთის რესპუბლიკა

ელისეს მინდვრები

ელისეს მინდვრები(Avenue des Champs-Élysées) ეს არის გამზირი, შექმნილი XVII საუკუნეში, როგორც პარკი-ბაღი, რომელიც გადაჭიმულია ტრიუმფული თაღიდან თანხმობის მოედნამდე. ის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და ამავდროულად სავაჭრო ავენიუ, დამსახურებულად იწოდება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გამზირად. დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან „ელიზიუმ”, ეს კუნძულის სახელია, სადაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ცხოვრობენ გმირები, რომელთაც უკვდავება დაიმსახურეს.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები