ავგუსტი (ჯამბაზი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავგუსტი – კლოუნის ამპლუა დასავლეთ ევროპის ცირკში, რუსულ ცირკში — „რიჟიკად“ იწოდება. ამ ამპლუის პირველი შემსრულებლები, რომლებიც მაყურებელს ართობდნენ ნომრებს შორის პაუზის დროს, ქმნიდნენ მანეჟის — ფუსფუსა და ბენტერა მუშის უნიფორმასტის იერსახეს, რომელსაც „ბრიყვი ავგუსტი“ შეარქვეს (Dummier August). აქედან ტერმინი „ავგუსტი“.
XIX საუკუნის ბოლოს ავგუსტი „თეთრ კლოუნთან“ ერთად, ასრულებდა სპეციალურ პატარ-პატარა პანტომიმებს და მონაწილეობდა სცენებში (ანტრე). ავგუსტის ტანსაცმელი და გრიმი პირობითი ხასიათისა გახდა: უზომოდ ფართო შარვალი, გრძელი, ჩაფართხუნებული პიჯაკი, უზარმაზარი ფეხსაცმელები, ბუფონური გრიმი. კომიზმს ქმნიდა აგრეთვე განსაკუთრებული მოძრაობები, წამოძახილები, ინტონაციები, კარიკატურული სიცილი და ტირილი.