ავასხირ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავასხირ (აუასხჷრ) - ხის საფუძველი, გადახურვისა. სიტყვა ნასესხებია მეგრულიდან, ოსხირე. სახლის ფუნდამენტი, საძირკველი. საცხოვრებელი ნაგებობების უძველესი ტიპები აფხაზებში, რომელიც XX საუკუნესაც შემორჩა, მრგვალი, მოგვიანებით ოთხკუთხა, წნული ან ფიცრული ერთოთახიანი, უსარკმლო და მიწაზე მდგარი, ყველა უსაძირკვლო იყო. საძირკველი აფხაზებმა ქართველებისაგან შეისწავლეს.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები