ადრეკილაი (რიტუალი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადრეკილაი – ნაყოფიერების ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილ ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლში შემავალი რიტუალი. გავრცელებული იყო ქვემო სვანეთში.
მამაკაცთა ორი გუნდი ფერხულს ჩააბამდა და ერთი გუნდი მეორეს ემუქრებოდა: „ადრეკილა მოგვივიდა და წაგვივიდა... (და ა.შ.). მეორე გუნდი პირველის სიტყვებს იმეორებდა. სიმღერის დამთავრების შემდეგ გუნდები „ბრძოლას“ იწყებდნენ. მეფერხულეები ერთმანეთს სტაცებდნენ ქუდს, ხმალს, ქამარს და სხვ., შეიძლება კაციც წაერთმიათ. ამ რიტუალში აქცენტირებული იყო სექსუალური მომენტი.