ადაურთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადაურთა - სამართლის, სამსჯავროს ადგილი (შესაკრები). აფხაზთა ცხოვრებაში ხალხური სამართლის წარმოებას დამოუკიდებლად სოფლის თემის რჩეული მოსამართლეები - მედიატორები „აძბავცვა“ უძღვებოდნენ. მოსამართლეები დაპირისპირებული მხარეების არჩევანზე იყო დამოკიდებული. სამსჯავროს ადგილი ადაურთა, სოფლის გარეთ, ბუნებაში მდებარეობდა, რომ მოსამართლეებისთვის ყური არავის დაეგდო. ისინი ირჩევდნენ ისეთ ამაღლებულ ადგილს, მრავალწლიანი ხის ქვეშ, რომ გარშემო მინდორი ყოფილიყო. დაპირისპირებულ მხარეებს კი სამსჯავრო ადგილის, ადაურთას ორივე მხარეს, მოშორებით ისეთი გასაჩერებელი ადგილი უნდა ჰქონოდათ, რომ მათი ხმამაღალი თათბირი მოწინააღმდეგე მხარის ყურს არ მისწვდენოდა. ორივე მხარესთან ამბის მიმტანი, შემტყობინებელი „ალაფყჲარა“ („ჯოხის მქნეველი“), ე. ი. შუამავალი დადიოდა, რომელიც მახსოვრობითა და პატიოსნებით გამორჩეული უნდა ყოფილიყო. რაც მთავარია, ორივე მხარეს მისი ნდობა უნდა ჰქონოდა, რადგან იგი მათ სასამართლოზე თქმულ სიტყვებს აცნობდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები