ადამიანის განვითარების ინდექსი
ადამიანის განვითარების ინდექსი - (human development index - HDI) მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
1. მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის წარმოების ინდექსი ;
2. მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ინდექსი;
3. მოსახალეობის განათლების დონის ინდექსი.
მათი შეჯერებით გამოიყვანება საშუალო მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს მოცემული ქვეყნის რეიტინგს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნები იყოფა 4 ჯგუფად:
1. ძალიან მაღალი ინდექსის მქონე;
2. მაღალი ინდექსის მქონე;
3. საშუალო ინდექსის მქონე და
4. დაბალი ინდექსის მქონე ქვეყნებად.
2011 წელს გამოკვლეული 187 სახელმწიფოდან ძალზე მაღალი დონისაა 47, მაღალი დონის -47, საშუალო დონის - 47, ხოლო დაბალი დონის - 46 ქვეყანა. საქართველო HDI-ის მიხედვით მაღალი რეიტინგის მქონე სახელმწიფოთა ჯგუფს განეკუთვნება და უჭირავს 75-ე ადგილი.
წყარო
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]