აგუფ აიჰაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგუფ აიჰაბ (აგοჷფ აჰაბ) - „ჯგუფის უფროსი /ადგილის ბინის უფროსი“, იალაღზე; მწყემსების ჯგუფის სათავეში მდგომი, მთავარი მწყემსი. მას „ბედნიერ ხარს“ უწოდებდნენ. იგი ავტორიტეტული ადამიანი იყო, ზოგჯერ უხუცესი ადამიანი, გამოცდილი, რომელსაც იალაღზე შედარებით მეტი საქონელი ჰყავდა. საქონლის ან ფარის გადარეკვის დროს მთავარი მწყემსის დანიშვნა არჩევითი იყო. იგი საქმის ცოდნის ნიშნით ირჩეოდა, თუმცა, გამოცდილი უნდა ყოფილიყო ე. ი. ხნიერი ადამიანი.




წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები