აგური ფერადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგური ფერადი – (ინგლ. Brick colored), აგური, შეღებილი სხვადასხვა ფერადი წარმოების პროცესში, რომელსაც ძირითადის გარდა, აქვს დეკორაციული ფუნქციაც. ფერი დამოკიდებულია თიხისა და პიგმენტის სახეობასა და დამზადების ტექნოლოგიაზე, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ სხვადასხვა შეფერილობის პროდუქცია.

აგური ფერადი შენობის გარე და შიგა მოპირკეთების გადაწყვეტის იდეალური საშუალებაა. აგურის მექანიკურ და ფიზიკურ თვისებებზე მასალის შეღებვა არავითარ ზეგავლენას არ ახდენს. ის წარმატებით გამოიყენება კედლებისა და ბუხრების მოპირკეთებისათვის, დეკორატიული ტიხრებისა და ღობეების ასაგებად, ეზოების, ბაღების, სკვერების გასალამაზებლად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები