აგური თიხის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგური თიხის – (ინგლ. Brick clay), აგური, მიღებული სათანადოდ შემზადებული თიხის დაყალიბებითა და გამოწვით. აქვს მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა ზომებით 250×120×65 მმ; შესქელებული აგური – 250×120×80 მმ და მოდულური აგური – 288×138×63 მმ. შესქელებული და მოდულური აგური კეთდება სიცარიელეებით ისე, რომ ერთი ცალის მასა არ აღემატება 4 კგ-ს. ნედლეულად გამოიყენება ადვილდნობადი თიხა, რომელიც უძლებს 1350°C-მდე ტემპერატურას.