აგრარული რევოლუცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგრარული რევოლუცია - (agrarian revolution) – ორგანიზაციული და ტექნიკური ცვლილებების საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო წარმოების მნიშვნელოვანი გაზრდა. აგრარული რევოლუცია მჭიდრო კავშირშია ინდუსტრიალიზაციასთან. იგი გულისხმობს მზარდ ინვესტიციებს აგრარულ სექტორში (სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობაში, ნადირობასა და მეთევზეობაში) თანამედროვე მანქანა-მოწყობილობების დანერგვის, მიწათმოქმედების, მეცხოველეობისა და მევენახეობის განვითარების მიზნით. ყოველივე ეს განაპირობებს შრომის მწარმოებლურობის მკვეთრ ამაღლებას, კაპიტალუკუგების გადიდებას, რაც, აგრარული სექტორის გადიდებასთან ერთად, ხელს უწყობს სამუშაო ძალის გამოთავისუფლებას აგრარული წარმოებიდან და მის დასაქმებას მომსახურების ან ინდუსტრიულ სექტორებში, როგორც ეს დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები