აგლაძე ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგლაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1884, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, სოფელი მუხლი, — ქ. 1955, თბილისი), ქვაზე კვეთისა და ჩუქურთმის ოსტატი. სწავლობდა ანდრეოლეტის სახელოსნოში. უფროს ძმებთან ერთად მუშაობდა ქვაშვეთის ტაძრის, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, საქართველოს მთავრობის სახლის, ძველი კინოსტუდიის, რკინიგზის სამმართველოს შენობათა ფასადების შემკობაში.
გ. მარსაგიშვილი