აგიოსკოპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგიოსკოპი — (ბერძ. agio წმინდა და skopeîn ყურება, შესწავლა), ღრეჩო, ნახვრეტი ტაძრის შიგა კედელში ან სხვა ძგიდეში, რომლის საშუალებით მლოცველები ხედავენ სამლოცველოში ან ევკდერში მთავარ საკურთხეველს. ეს სარკმელი, რომელსაც ასევე „კეთროვნების სარკმელს“ უწოდებდნენ, ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც დაავადებულ ადამიანებს შეეძლოთ თვალი ედევნებინათ საეკლესიო მსახურობისათვის.