აგარა (მითოლოგია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ა-გარა (აფხ. Агара) – ნართების მჭედლის, აინარ იჟის, მიერ გამოჭედილი რკინის აკვანი, რომელშიც პატარა სასრიყვა იწვა და თავისით ირწეოდა. აკვანი ისე მძიმე იყო, რომ ნართები ძვრას ვერ უშვრებოდნენ; ზოგი ვარიანტით, მასთან მიახლოებულ ნართებს ფეხზე არ აყენებდა.
ლიტერატურა
Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.