აბშტვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბშტვა (აბშტοა) — „ბოტ-საკლავი“. საკლავი (დაკოდილი ბოტი). აბ = ბოტი, შტვა=საკლავი.

აფხაზების რწმენა-წარმოდგენათა პანთეონში მრავალფეროვან ღვთაებებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სადღესასწაულო მსხვერპლშეწირვა ტარდებოდა. ყველა დღესასწაულს თავისი კუთვნილი ზვარაკი ეწირებოდა ბოტი, კრავი, ხბო, ძროხა, ზოგჯერ ქათმები ან მარტო კვერები. სოფლის ან უბნის საერთო სადღესასწაულო მსხვერპლშეწირვაში, მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო საოჯახო და პატრონიმიულ სადღესასწაულო მსხვერპლშეწირვაში, მხოლოდ ერთი საერთო წარმოშობის, ერთი საგვაროს წარმომადგენელი მამაკაცები და ქალები. მოყვრობითი წესით შეძენილი დედა-ქალსა და რძლებს ამ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ. უხუცესი დედა-ქალი საკვებს და კვერებს თვით ამზადებდა, თუმცა, შეწირული ცხოველის ხორცსა და კვერებს ვერ შეჭამდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები