აბს პლასტიკის ფურცლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბს პლასტიკის ფურცლები – ფურცლები, დამზადებული აბს პლასტიკებისაგან ერთფენიანი ან მრავალფენიანი დიდი სიზუსტის ექსტრუზიის მეთოდით პრიალა ან ხაოიანი ზედაპირით. ხშირად მას ამატებენ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ფენას. გამოიყენება სათავსის კედლის, ჭერის, სააბაზანოს, სარეკლამო ფარის მოსაპირკეთებლად, აგრეთვე სატრანსპორტო ერთეულის (ავტომობილი, ავტობუსი, ტრაქტორი და მისთ.) მექანიკურ-ვაკუუმფორმირებული მეთოდით შიგა და გარე დეტალების, აგრეთვე, სანტექნიკური ნაკეთობების დასამზადებლად. ფურცლები გამოირჩევა მზის სხივების, ქარის, ყინვისა და რადიაციის მიმართ ამაღლებული მდგრადობით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები