აბნევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბნევა - (confusion), ნათლად აზროვნების უნარის არქონაა. ის, ჩვეულებრივ, დაქვეითებული ცნობიერების მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან გვხვდება, თუმცა, შეიძლება ნორმალური სიცხადის ცნობიერების მქონე პაციენტებსაც აღენიშნებოდეს. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

კლინიკურად იგი შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: დეზორიენტირებით, ფსიქიკური პროცესების შენელებით, ასოციაციებისა და აზრების სიმწირით, აპათიით, უინიციატივობით, დაღლილობითა და ყურადღების დაქვეითებით.

გამოკვლევისას, აბნევის მსუბუქი მდგომარეობის დროს, შესაძლოა სავსებით რაციონალური პასუხებისა და ქცევის მიღება, აშლილობის უფრო მძიმე გამოხატულებისას ინდივიდს გარე სამყაროსთან პროდუქტიული კონტაქტის დამყარება არ შეუძლია. ტერმინი აგრეთვე ფართოდ იხმარება ფუნქციური ფსიქოზების დროს, აზროვნების აშლილობის აღსანიშნავად, მაგრამ ამ მნიშვნელობით მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

დელირიუმის შემთხვევაში, აბნევა ცნობიერების ნაწილობრივ დაბინდვასა და სხვა გამოხატულებებთან ერთად ფიქსირდება. წარსულში დელირიუმს აბნევის მდგომარეობას უწოდებდნენ. ტერმინი „აბნევა” აღნიშნავდა, როგორც ცნობიერების დაქვეითებას, ისე აზროვნების დარღვევას. სხვა ტერმინები, რომლებიც ცნობიერების დაქვეითების აღსანიშნად გამოიყენება:


სინონიმი

არეულობის მდგომარეობა


იხილე აგრეთვე

ბინდისებრი მდგომარეობა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები