აბთია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბთია - აფხ. პირველი გაკრეჭის მატყლი, გაზაფხულის მატყლი. თავდაპირველად მიგრანტი მესაქონლეების მეურნეობაში თხა (აჯმა) და მოგვიანებით ცხვარი (ავასა) ჭარბობდა. მეურნეობის მთავარი პროდუქტი ჯერ თხის ყველი იყო, შემდეგ ცხვრის. მწყემსურ კოლექტივში აგუფში რამდენიმე მწყემსი გამოიყოფოდა. ყველაზე გამოცდილს, რომელიც წინ უძღოდა, თხების მოვლა-პატრონობა ევალებოდა. შემდეგ ცხვრის მწყემსი მიდიოდა, ხოლო „კუდის ჩამკეტი მწყემსი“ ფარას ბოლოში მისდევდა.