აბაშიძეების გზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშიძეების გზა – იწყებოდა სოფელ ქვიშხეთთან (ხაშურის მუნიციპალიტეტი) და მთავრდებოდა გოგიას ციხესთან ქ. ბორჯომში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეზე. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გატაცებული ტყვეები (უმთავრესად ქართლიდან) ამ გზით გადაჰყავდათ და ოსმალებზე ჰყიდნენ. გზას ძირითადად აბაშიძეები აკონტროლებდნენ და ამის გამო უწოდებდნენ მას „აბაშიძეების გზას”.