აბასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბასი – (ბერძნ.) არგოსის მეფე, ლინკევსისა და ჰიპერმნესტრას ძე.
აბასი ეგვიპტოსისა და დანაეს შვილიშვილი იყო.მან მემკვიდრეობით მიიღო წინაპართა ფარი. არგოსის მეფენი მის ჩამომავლებად ითვლებოდნენ და აბანტიდებად იწოდებოდნენ.