აბარბანჯია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბარბანჯია — ჭიაკოკონას ცეცხლი; ჭიაკოკონობა. მეგრელები ჭიაკოკონას (ბარგანჯია ანუ ბრიალა, გიზგიზა ცეცხლი) აღდგომის წინა ოთხშაბათს (ღამით) ანთებდნენ, ვითომ კუდიანების დასაფრთხობად. ეს ჩვეულება აფხაზებმა მეგრელებისაგან შეითვისეს.