აბააგვარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბააგვარა — ქვის ღობე. ქვის ღობით საცხოვრებლის შემოფარგვლა. აფხაზებში უმეტესად XX ს-მდე წნული ღობე იცოდნენ, მხოლოდ XX ს-ის მეორე ნახევარში, ისიც იშვიათად დაიწყეს ქვის ღობეების კეთება. უმეტესად მათ ცოცხალი ეკალბარდით შემოფარგლული ღობეები ჰქონდათ, ისევე როგორც დასავლელ ქართველებს. საკარმიდამოში კი წნული ღობით გამოყოფილი ჰქონდათ ახკაარა სამეურნეო ეზო.