კონსტანტინე გამსახურდია

ქართველი დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი დაიბადა თბილისში 1961 წლის 24 ივნისს.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 1986 წელს - ასპირანტურა. სადისერტაციო თემა - "ადრექრისტიანული ქართლის კულტურები III-V ს-ში".

1986-1992 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.

1989-1991 წლებში წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი.

1992-2005 წლებში ემიგრაცია შვეიცარიაში, ოფიციალური თარჯიმანი და ევრაზიის ექსპერტი შვეიცარიის მიგრაციის ფედერალურ უწყებაში.

2006-2019 წლებში პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" თავმჯდომარე. 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

2009-2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)". ამავე წლებში  საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავჯდომარე.

2015-2019 წლებში მოწვეული პროფესორი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

2019-2024 წელს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში.

არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორიასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნისა და ფილმის ავტორი. 2023 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია "მუზა"  „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის – ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“ წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესესთვის.

2024 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად.