საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკების ქსელი

 

საქართველოს საბიბლიოთეკო კანონმდებლობის თანახმად,  სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელი იქმნება ტერიტორიული და უწყებრივი პრინციპით. საქართველოს ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივი და საუწყებო ბიბლიოთეკების ქსელებს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი(საჯარო), საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები.  

ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა, იგი  ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას.

ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს 796 საჯარო ბიბლიოთეკა, რომლებიც ექვემდებარებიან ადგილობრივ ხელისუფლებას.

საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები 2022 წლის მონაცემებით
საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები 2020 წლის მონაცემებით 

საქართველის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები 2019 წლის მონაცემებით

საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები 2018 წლის მონაცემებით

საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები 2017 წლის მონაცემებით

საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები 2016 წლის მონაცემებით

საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები 2015 წლის მონაცემებით