ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტით მომსახურება

ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის საშუალებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  საერთო საცავიდან დროებითი სარგებლობისათვის გაიცემა ლიტერატურა იმ ორგანიზაციებზე და დაწესებულებებზე, რომელთაც თავიანთ სტრუქტურაში აქვთ ბიბლიოთეკები და სამეცნიერო-საინფორმაციო განყოფილებები.

ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით სარგებლობის უფლება აქვთ:

  • რეგიონალურ, საქალაქო და სარაიონო ცენტრალურ ბიბლიოთეკებს;
  • დარგობრივ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს და სამეცნიერო-საინფორმაციო ცენტრებს;
  • მსხვილი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებების სამეცნიერო-ტექნიკურ ბიბლიოთეკებს და საინფორმაციო ორგანოებს; 
  • მეცნიერებათა აკადემიის, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებების, თეატრების, მუზეუმების და  სამეცნიერო საზოგადოებების ბიბლიოთეკებს; 
  • სახელმწიფო აპარატის და სამთავრობო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს;
  • საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებს და სამეცნიერო-საინფორმაციო ორგანოებს.

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00, მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმში, შაბათ-კვირის გარდა
მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5,  II კორპუსი, 2 სართული
ტელ.: +(995 32) 297 16 49  
ელ.ფოსტა: 
nkhvedeliani@nplg.gov.ge ; 
ill@nplg.gov.ge 
ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტით მომსახურების განყოფილება