ფილარეტი (რომანოვ-იურიევი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილარეტი

ფილარეტი – (ერისკაცობაში – თედორე ნიკიტას ძე რომანოვ-იურიევი, დაახლ.1554- 1633), რუსი პოლიტიკური მოღვაწე, პატრიარქი (1619-დან), რომანოვების დინასტიის პირველი მეფის მიხეილ თეოდორეს ძის მამა.

1587 მიიღო ბოიარობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1600 წლის დასასრულს ან 1601 წლის დამდეგს ბორის გოდუნოვის ბრძანებით) დააპატიმრეს და გადაასახლეს. ბერად შედგა ფილარეტის სახელით. „ცრუდიმიტრი I-ის დროს გადასახლებიდან დააბრუნეს და როსტოვის მიტროპოლიტი გახდა. 1506 წლის მაისში მონაწილეობდა ცრუდიმიტრი I-ის ჩამოგდებაში. ცრუდიმიტრი II-მ ფილარეტი პატრიარქად გამოაცხადა. მოსკოვში დაბრუნებისას მონაწილეობდა ვასილი შუისკის ჩამოგდებაში (1610 წლის ივლისი). იმავე წლის სექტემბერში ე.ე. გოლიცინთან ერთად სათავეში ჩაუდგა „დიდ ელჩობას“ პოლონეთის მეფესთან, რათა მიეწვია მისი შვილი მოსკოვის სამეფო ტახტზე, მაგრამ რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა მეფე სიგიზმუნდ III-ის სურვილს, თავად გამხდარიყო მეფე – ფილარეტი დააპატიმრეს პოლონეთში (1611 წლის აპრილი). მოსკოვში დაბრუნების შემდეგ პატრიარქად აკურთხეს და გარდაცვალებამდე ფაქტობრივად ქვეყნის მმართველი იყო.

ფილარეტს მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო რუსეთი დაჰპირისპირებოდა რეჩ პოსპოლიტას. ამ მიზნით შექმნა პოლონეთის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიცია რუსეთის, შვედეთის, თურქეთისა და ტრანსილვანიის შემადგენლობით. 1630-32 ადგილი ჰქონდა კოალიციის სამხედრო თანამშრომლობას. 1634-დან, ფილარეტის სიკვდილის შემდეგ, რუსეთი იძულებული შეიქმნა დაედო რეჩ პოსპოლიტასთან „პოლიანოვის სამშვიდობო ხელშეკრულება“.

ფილარეტის თაოსნობით მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთის დიპლომატიური სამსახური. გაფართოვდა საელჩო პრიკაზის მოღვაწეობა, გაიზარდა გამოცდილ მთარგმნელთა შტატი. რუსეთში სისტემატურად ქვეყნდებოდა ინფორმაციები საზღვარგარეთ მომხდარი მოვლენების შესახებ, შემოღებულ იქნა დაშიფრული მიმოწერა.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები