პერესი შიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიმონ პერესი – (დ. 2 აგვისტო, 1923, აღმოსავლეთი პოლონეთი — გ. 28 სექტემბერი, 2016, თელა-ვივი, ისრაელი) ებრაელი პოლიტიკოსი, სწავლობდა ნიუ-იორკისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. ეკავა მაღალი თანამდებობები. იყო: ისრაელის თავდაცვის სამინისტროს საზღვაო სამსახურის უფროსი 1948; თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე 1952-53; შემდეგ კი გენერალური დირექტორი – 1953-59: თავდაცვის მინისტრის მოადგილე 1959-65: ქნესეთის წევრი 1959-დან: ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრი 1970-74: თავდაცვის მინისტრი 1974-77 და 1995-96: ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე 1977-92: პრემიერ-მინისტრი 1984-86 და 1995-96: ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი 1986-88: ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი 1988-90: საგარეო საქმეთა მინისტრი 1992-95; 1994 მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები