აბენდროთი ჰერმან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბენდროთი ჰერმან - (გერმ. Hermann Abendroth 1883-1956) გერმანელი დირიჟორი.
1903-იდან მიუნხენის, ლიუბეკის, ესენის, კიოლნის, ბერლინის ორკესტრების დირიჟორი. 1919-იდან კიოლნის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი. 1934-45 ლაიფციგის კონსერვატორიის რექტორი და „გევანდჰაუსის“ ორკესტრის ხელმძღვანელი. 1945-იდან ვაიმარში „გენერალ-მუზიკ-დირექტორი“, მოგვიანებით ლაიფციგისა და ბერლინის რადიოს – ორკესტრების მთავარი დირიჟორი. ცნობილი იყო როგორც ბეთჰოვენის, ბრამსის, ბრუკნერის და სხვათა ნაწარმოებების ინტერპრეტატორი. ხელოვნებათა გერმანული აკადემიის (გდრ) წევრი. გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში.“