ჰოლომორფული ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰოლომორფული ფუნქცია − ტერმინი შედგება ბერძნული სიტყვებისაგან holos – „მთელი“ და morφe – „სახე“. ეს ტერმინი XIX ს-ის შუა წლებში შემოიღეს ლიუვილის მოწაფეებმა პრიომ და ბუკემ.
1. ცალსახა ანალიზური ფუნქცია.
2. კომპლექსური ცვლადის f(z) ფუნქციას ეწოდება ჰოლომორფული ფუნქცია z=a წერტილში, თუ ის წარმოებადია ამ წერტილის რომელიმე მიდამოში. ტერმინებს „ჰოლომორფული ფუნქცია“, „ანალიზურ ფუნქცია“ და „რეგულარული ფუნქცია“ - ერთი და იმავე მნიშვნელობით იყენებდა სხვადასხვა ავტორი.