ჰიდროტექნიკური ნაგებობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროტექნიკური ნაგებობები

1. საინჟინრო ნაგებობა, რომელიც აგებულია წყლის მეურნეობის ამა თუ იმ ამოცანის გადასაჭრელად. ჰიდროტექნიკური ნაგებობა იყოფა ორ კატეგორიად:

ა) საერთო ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც გამოიყენება წყლის მეურნეობის ორ ან რამდენიმე სხვადასხვა დარგში;
ბ) სპეციალური ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც გამოიყენება წყლის მეურნეობის მხოლოდ ერთ დარგში.;

2. წყლის რეჟიმის რეგულირების, წალეკვისაგან ნაპირების დაცვის, წყლის დინების ენერგიის გამოყენებისა და მისთ. მიზნებისათვის აგებული ტექნიკური ნაგებობა (ჯებირი, ჰესი და მისთ);
3. ყველა სახის ნაგებობა, რომელიც წყლის რესურსების გამოყენებასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე ნაგებობა, წყლის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად.

ჰიდროტექნიკურ ნაგებობს მიე კუთვნება: კაშხალი, ჰიდროელექტროსადგური, საკანალიზაციო, ჰიდროგრაფიული, წყალსაკრები, წყალჩასაშვები და წყალგასაშვები ნაგებობა, გვირაბი, არხი, სატუმბო სადგური, გემთსავალი რაბი, ჯებირი, ხელოვნური კუნძული, გემთამწე; წყალსაცავისა და მდინარის ნაპირსამაგრებელი ნაგებობა და სხვ.

ჰიდროტექნიკური ნაგებობების მეშვეობით წყდება საკითხები, რომელიც ეხება წყლის რესურსების დაცვასა და გამოყენებას, წყლის მავნე ზემოქმედებასთან ბრძოლასა და სხვ. საქართველოსა და ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობისა და გაანგარიშების თეორიის შექმნაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ცნობილ ქართველ მეცნიერს პროფ. ნ. მოწონელიძეს.


იხილე აგრეთვე

ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ზოგადი წესები

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები