ჯაყელი ყვარყვარე (I)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყვარყვარე (I) ჯაყელი - მანდატურთუხუცეს ბექა (I)-ის ძე, ამირსპასალარი და სამცხის სპასალარი 1334-1361 წწ-ში.
XIV ს-ის შუახანებიდან ამირსპასალარის სახელო სამცხის მმართველ ჯაყელთა ხელში გადავიდა. ამ პერიოდში ამირსპასალარობის მფლობელია მანდატურთუხუცეს ბექა (I)-ის (1285-1308) მეორე ვაჟი ყვარყვარე (I). იგი ამირსპასალარად იწოდება ზარზმის ფრესკულ წარწერაში, ხოლო ანჩის ომფორზე მოთავსებულ წარწერაში იგი გარდაცვლილად („სულკურთხეული“) და „ამირსპასალარად და სამცხის სპასალარად“ იწოდება.
წყაროები და ლიტერატურე
- ჟორდანია 1897: 186;
- თაყაიშვილი 1914: 183;
- ბერიძე 1954: 125.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში