ჯაფარიძე ზურაბ (გირჩი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ ჯაფარიძე – დაიბადა 1976 წლის 1 იანვარს თბილისში. — ექიმი, პოლიტიკოსი. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, ექსპერტი.
განათლება
- თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „მომავლის ექიმი“, სპეციალობა ზოგადი პროფილის ექიმი (1992-99);
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სპეციალობა სახელმწიფო მმართველობა;
- ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა, სპეციალობა მაგისტრის სერთიფიკატი პროექტის მართვაში.
სამუშაო გამოცდილება
- საქსტანდარტი, პროექტი "ხარისხის მხარდაჭერა საქართველოში" კოორდინატორის თანაშემწე (1998-2000)
- ჟურნალისტთა საერთაშორისი ცენტრის პროგრამა, დირექტორის მოადგილე (2000-2002)
- საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ასისტენტი (2002-2003)
- საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ოფიცერი (2003-2006)
- საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი (2005-2011)
- EC/SPAMGO პროექტის მართვის კონსულტანტი (2006-2011)
- გაეროს მოსახლეობის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროექტის რეგიონული კოორდინატორი (2006-2008)
- შპს აბგ პროფსერვის გრუპის აღმასრულებელი დირექტორი (2008-2010)
- ჟურნალ "ტაბულას" კოლუმნისტი (2010-2012)
- USAID-ის პროექტის "აივ პრევენცია საქართველოში" ტექნიკური ექსპერტი (2010-2011)
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი (2011-)
პარლამენტის წევრი
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: გირჩი
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015