ხუცესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხუცესი - „მოხუცებული“, „მღდელი“, „უხუცესი“
- 1 პირი, რომელმაც ეპისკოპოსისაგან მიიღო ხელდასხმა და თანამშრომლობს მასთან საღმრთო მსახურებასა და მორწმუნეთა ხსნის საქმეში. პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში მღვდელმსახურები ამ საკრებულოთა მართვაზე იყვნენ პასუხისმგებლები.
- 2 ჯვარის მსახური, რომელსაც ევალება, იყოს შუამდგომელი ჯვარსა და საყმოს შორის, მიიტანოს ჯვარის ყურამდე ადამიანთა გასაჭირი, ლოცვა და ვედრება. საყმოში იგი ყველაზე უფრო ახლოს არის ჯვართან, მის სიწმიდესთან და საიდუმლოებებთან, რაც მისგან სიწმიდის დაცვას მოითხოვს.
წყარო
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი
- მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)