ხუმაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხუმაჲ (ბალყ.-ყარაჩ. Хуммай) – კეთილი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. იგი მძიმე ავადმყოფთან ბუს (гылын-къуш, укъу) სახით მოდის, რითაც ამცნობს, რომ მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება და მალე გამოჯანმრთელდება. ჰყავს ძმა – გუმაჲ და დაჲ – უმაჲ.
ლიტერატურა
Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.