ჭიშკრის ფრთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭიშკრის ფრთა – ჭიშკრის შემადგენელი მოძრავი ნაწილი, რომელსაც აქვს ფარისებრი, სექციური ან რულონური კონსტრუქცია. ფრთა სახსროვნადაა მიმაგრებული ღიობის ჩარჩოს (ან სხვა შემომზღუდავ ელემენტებს).
სარჩევი |
ჭიშკრის რულონური ფრთა
ფრთა, შედგენილი მცირეგაბარიტიანი თამასებისაგან (როლეტი, ლამელი), რომლებიც მოძრავადაა შეერთებული ერთმანეთთან და გაღებისას ეხვევა დოლზე, დაკეტვისას კი პირიქით – იხსნება და ხურავს ფრთის სიბრტყეს.
ჭიშკრის სექციური ფრთა
ფრთა, შედგენილი რამდენიმე პანელური ელემენტისაგან (სექციისაგან), რომლებიც სახსროვნადაა შეერთებული ერთმანეთთან და საშუალება აქვთ იმოძრაონ მრუდხაზოვანი (ან სწორხაზოვანი) მიმართულებით გაღება-დახურვის დროს
ჭიშკრის ფარისებრი ფრთა
ფრთა, რომელიც შედგება ერთიანი ხისტი ჩარჩოსა და მასზე აკრული ლითონის ფურცლებისაგან (ან ფურცლისაგან) საიზოლაციო შემავსებლით (ან მის გარეშე).