ჩუქურთმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩუქურთმა - ორნამენტი, ფერწერით, გრავიურით, ჭრით, მოქარგვით, ძერწვით და ა.შ. შესრულებული; ჩვეულებრივ, რიტმულად განმეორებული ელემენტებისაგან შემდგარი სამკაული. იგი უმეტესად წარმოადგნს რეალურ სამყაროს - მცენარეულობის, ცხოველების და სხვა გამოსახულებათა მკვეთრად სტილიზებულ განზოგადებას, ან გეომეტრიული ფიგურების შეუღლებას. ჩუქურთმაში თავის გამოსახულებას პოვებს როგორც სტილური თავისებურება, ასევე ნაციონალური კოლორიტი.
წყარო
საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.