შუა რუსეთის ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shua.PNG

შუა რუსეთის ფუტკარი - ფუტკრის ჯიში. ამ ბუნებრივი ცხოვრების ზონაა შუა და ჩრდილოეთი ევროპა. XVII საუკუნეში შეყვანილი იყო ჩრდილოეთ ამერიკაში, XVIII საუკუნეში სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში, XIX საუკუნეში აზიაში. შუა რუსეთის ფუტკარი სხვა პოპულაციათა ფუტკარზე მსხვილია, გარდა იტალიურისა. მუშა ფუტკრის ხორთუმის სიგრძე 5,9—6,3 მმ-ია, მესამე თერგიტის - სიგრძე 5 მმ, ერთდღიანი ფუტკრის მასა 110 მგ. გაუნაყოფიერებელი დედა ფუტკრის მასა 190 მგ, განაყოფიერებულისა 200—210 მგ.

ფუტკრის ოჯახის ყველაზე უფრო ინტენსიური განვითარების პერიოდში დედის ნაყოფიერება 1500-2000 კვერცხია დღე-ღამეში. ფუტკრის სხეულის ფერი მუქი მორუხოა სიყვითლის გარეშე. თაფლის ნაბეჭდი თეთრია (მშრალი). ბუდის გასინჯვის დროს იქცევა აგრესიულად, ძლიერ ღელავს, დაბლა გარბის და ჩარჩოს ქვედა თამასაზე მტევნებად ეკიდება, ძლიერად აქვთ გამოსახული უარყოფითი ფოტოტაქსისი, ანუ მისწრაფება, ჰეტეულ ფიჭის განათებული მხრიდან გაუნათებელში. ბუდეს ცუდად იცავს სუსტი ფუტკრებისაგან, დინდგელით ზომიერად ლესავს. ღალიანობის დროს, პირველ რიგში თაფლს ინახავს ბუდის ზედა ნაწილში, ანუ საკუჭნაოში.

შუა რუსეთის ფუტკარი სიდამპლეებით დაავადების, მანანას ტოქსიკოზისა და ნოზემატოზის. მიმართ გამძლეობით მნიშვნელოვნად აღემატება სამხრეთული ფუტკრის ჯიშებს, ახასიათებს მაღალი ზამთარგამძლეობა.

ფუტკრის ოჯახები ძლიერ მონაყრენი არიან. ცალკეულ წლებში სანაყრე მდგომარეობაში მოდის ოჯახების 80–90 % -მდე. ჩამოშენებული სადედეების. საშუალო რაოდენობა 25—30-ია. სადედეების მოსპობით, ან ბუდის მკვეთრი გაფართოებით მეფუტკრე ყოველთვის ვერ ახერხებს სანაყრე მდგომარეობის ლიკვიდაციას, ვიდრე არ გაჩნდება 2,5—3 კგ-მდე ღალა. შუა რუსეთის ფუტკარს სხვა ჯიშებზე ნაკლებად აქვს გამოხატული ფლორომიგრაციისაკენ მიდრეკილება. შუა რუსეთის ფუტკრის მიგრაციის მაქსიმალური დიაპაზონი ხუთი სახისთაფლოვანი მცენარეა, ღალიანობას კარგად იყენებს წიწიბურადან და ცაცხვიდან, ძლიერი ღალიანობა მისთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე სუსტი.

სამხრეთის ცხელი კლიმატის რაიონებში შუა რუსეთის ფუტკარი ცუდად ვითარდება, მალე, - სუსტდება და ნაკლებად პროდუქტიული ხდება. შუა რუსეთის ფუტკრის სათაფლე პროდუქტიულობა (მთლიანი - თაფლის შეგროვება ოჯახზე) 41 კგ-დან (ციმბირში) 12,7 კგ მდე (უკრაინაში) — მერყეობს. მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ფუტკრის ოჯახზე თაფლის საერთო საშუალო გამოსავალი 28,2 კგ-ია. შუა რუსეთის ფუტკრის ჯიში თავისთავად წარმოადგენს გენეტიკურ რეზერვს არსებულის სრულყოფის, მკაცრი ზამთრისა და საშიში დაავადებების მიმართ. გამძლე ფუტკრის ახალი ჯიშების გამოსაყვანად.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები