შმიტის ჩაქუჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

შმიტის ჩაქუჩი (სკლერომეტრი) – ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ბეტონის (სამთო ქანების) სიმტკიცის განსაზღვრისათვის არამრღვევი მეთოდით. მეთოდი ემყარება დარტყმითი იმპულსის განსაზღვრას, რომელიც წარმოიშობა დატვირთვის მოდების შედეგად. ბეტონის სიმტკიცე განისაზღვრება ხელსაწყოს საცემელას სიმაღლეზე ასხლეტის სიდიდით, წინასწარ აგებული სატარირე მრუდის („სიმტკიცე-ასხლეტა”) მეშვეობით. შმიტის ჩაქუჩი უზრუნველყოფს გაზომვის მაღალ სიზუსტეს და საშუალებას იძლევა მოვახდინოთ დიდი რაოდენობით ნაკეთობათა სიმტკიცის კონტროლი შემჭიდროებულ ვადებში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები