შავერდაშვილი ივლიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შავერდაშვილი ივლიტა − (1921 − ?) პოეტი, სახალხო მთქმელი. დაიბადა სოფელ ბუჭყინტაში, შემდეგ მთელი ცხოვრება გაატარა სოფელ ვერხველში (ორივე სოფელი ეკუთვნის თიანეთის რაიონს).
- * * *
- მთებმა მშვეს, მთების შვილი ვარ,
- მთაში დამირწეს აკვანი,
- შურთხნი მიმღერდნენ ნანასა,
- ყოილთ მეხურა საბანი,
- კამკამა წყარო რძედ ვწოვე,
- პირიმზე მყავდა გამბანი,
- მთებმ მომცეს სახის სიტურფე,
- მთებმავ მასწავლეს ანბანი,
- მთებსა ვარ შეხორცებული,
- მთებისგანა ვარ მაგარი,
- მთები ვილოცო, ვაღმერთო,
- ეს არის ჩემი საგანი.